კომპანია “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ”-ი აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე მარნეულში.
ძირითადი მოვალეობები:
-დაგროვებითი ტიპის, უფასო, სასაჩუქრე ბარათების გავრცელება კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებში.
-შეთავაზებისას ბარათის უპირატესობების გაცნობა, დაინტერესებული მომხმარებლებისათვის განაცხადის შევსება და ბარათის და მისი თანმხლები მასალების გადაცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტი);
-რუსული აზერბაიჯანული ენების ცოდნა სავალდებულოა;
-აუცილებელია კანდიდატი იყოს მარნეულში მცხოვრები;
-გამართული ზეპირი და წერითი მეტყველება;
-დაძაბულ, სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: ნამუშევარი დღეების ადეკვატურად - დღეში ფიქსირებული 7 ლარის ოდენობით. გეგმის შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულია ბონუსებიც.
სამუშაო საათები : დღეში 8 საათი შესვენებების ჩათვლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა არაუგვიანეს 2011 წლის 25 დეკემბრისა უნდა გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები: cv ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი (მარნეული), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.