კომპანია „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენი“ აცხადებს ვაკანსიას ბარათების გამავრცელებლის თანამდებობაზე - გორში
ძირითადი მოთხოვნები:
- კლიენტთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო აღწერილობა:
დასაქმებულის მოვალეობაში შევა დაგროვებითი ტიპის, უფასო, სასაჩუქრე ბარათების გავრცელება, კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებში. ბარათების შეთავაზებისას უნდა მოხდეს პოტენციური მომხმარებლებისათვის ბარათის უპირატესობების გაცნობა, დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის შევსება და ბარათის და მისი თანმხლები მასალების გადაცემა. ანაზღაურება განისაზღვრება ნამუშევარი დღეების შესაბამისად, დღეში 7 ლარის ოდენობით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა არა უგვიანეს 2011 წლის 15 ივლისისა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.