სტამბა „ტრიასი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. პოზიცია ძირითადად გულისხმობს პოლიგრაფიული მომსახურების შეთავაზებას სხვადასხვა კორპორატიული თუ ინდივიდუალური კლიენტებისათვის და შესაბამისი პროექტების განხორციელებას. პოზიციის ფუნქციები მოიცავს: - მოლაპარაკებების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან - პროექტის ფინანსური ანალიზი - პროექტების მართვა დროსა და ვადებში - ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვა - არაძირითადი საქმიანობის ანალიზი - მარკეტინგული გეგმების შემუშავება და შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება - მოლაპარაკების უნარი - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი - კომუნიკაბელურობა - მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა - გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი - მაღალი ორგანიზაციული კულტურა - დისციპლინირებულობა და საიმედოობა ანაზღაურება: გამომუშავებით სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი დიღმის მასივი. სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი www.triasi.ge დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე სურათით მისამართზე: triasi01@gmail.com 2011 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. |
|






































