სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტი" აცხადებს კონკურსს დოკუმენტური ფილმის მომზადება-გადაღებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: "რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება - "თვითრეპატრიაციის" პრევენცია" ფარგლებში.
დოკუმენტური ფილმი უნდა ემსახურებოდეს რეპატრირებული მესხების ყოფა-ცხოვრების, ისტორიული ფესვების აღწერა-გაშუქებას.
კონკურსში მონაწილეობა:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
- ერთი პრეტენდენტის მიერ პროექტზე შესაძლებელია რამდენიმე ალტერნატიული სცენარის შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: დოკუმენტურ ფილმებზე ან სცენარებზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
თითოეულმა პრეტენდენტმა ელექტრონულ მისამართზე: გამოგზავნით უნდა დააფიქსიროს კონკურსში მონაწილეობის სურვილი, ან მოგვაწოდოს განცხადება მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 47. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 593 104170.
თითოეულმა მონაწილემ მის მიერ დაწერილი დეტალური სცენარი უნდა გამოაგზავნოს 2011 წლის 20 აგვისტომდე.