საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი “ტექნოლუქსი” აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასიამოვნო გარეგნობა
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ასაკი: 25-35 წლამდე
- სამომხმარებლო ფსიქოლოგიის სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის გამართული მუშაობის ორგანიზება და კონტროლი
- მაღაზიის თანამშრომელთა ქცევის, ესთეტიკურად მოწესრიგებულად ყოფნის, მუშაობის და ყოველდღიური საქმიანობის კონტროლი
- მომხმარებელთან ურთიერთობა, პროდუქციის შეთავაზება
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი
- მაღაზიის ყოველთვიური აღწერა
- მაღაზიის თანხების მოძრაობის კონტროლი და მონიტორინგი
- პროდუქციაზე შეკვეთის მომზადება და ოფისისათვის მიწოდება
- მიღებული პროდუქციის დათვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვა
- მაღაზიის დროულად გახსნისა და დახურვის კონტროლი
- პროდუქციაზე საბაზრო ფასების ცვლილებებზე დაკვირვება და ანალიზი
- კომპანიის შინაგანაწესის დაცვა
- დაზიანებული ან დეფექტური პროდუქციის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის განცხადების სახით ოფისისათვის მიმართვა.
- მაღაზიასა და საწყობში არსებული პროდუქციის კონტროლი.
- ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება
პასუხისმგებლობა:
* სასაქონლო ნაშთების და მონაცემთა ბაზის კონტროლი
* მაღაზიაში სისუფთავის და წესების დაცვა
* მაღაზიის სრულფასოვან მუშაობაზე პასუხისმგებლობა
* მაღაზიის გამართული და ეფექტური მუშაობის კოორდინირება და კონტროლი
* დაქვემდებარებულ თანამშრომელთა კონტროლი შესრულების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად
* მაღაზიის თანხების მოძრაობის კონტროლი და მონიტორინგი
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 10 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. არასრული განცხადებები არ განიხილება.