საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი - „ტექნო ლუქსი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის სრულგანაკვეთიან თანამდებობაზე (ორთვიანი საგამოცდო პერიოდით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაგისტრის ხარისხი მარკეტინგში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში;
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უშუალოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ანალიზის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საფუძვლიანი ცოდნა; ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი;
- უცხო ენების (ინგლისური, რუსული) თავისუფლად ფლობა.
უნარები:
- კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისება;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
- სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- არგუმენტირების უნარი, როგორც წერითი, ასევე ვერბალური;
- მაღალი მოტივაცია, პროაქტიულობა;
- პრეზენტაბელურობა;
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
- კრეატიულობა და სიახლეებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტური გამოყენება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი ბიზნეს გეგმების წარდგენა;
- მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა-კოორდინირება;
- მარკეტინგული პროექტების ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება;
- მაღაზიათა ქსელი განვითარების მონიტორინგი და ძირითადი მარკეტინგული მიმართულებების განსაზღვრა;
- პერიოდული კონკურენტული ანალიზის გაკეთება;
- მარკეტინგული კვლევების ჩატარება, პროდუქტების პორტფოლიოს გამრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
- ბრენდინგის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
- მერჩენდაიზინგის სისტემის განვითარების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა;
- წერილობითი ანგარიშების მომზადება.
ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (ფოტოსურათით) მისამართზე: არაუგვიანეს 2011 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ, სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ვებ-გვერდის მისამართი: