სერვის ცენტრი ”ტექნოსერვისი” წარმოადგენს საყოფაცხოვრებო, აუდიო-ვიდეო და სხვა ელექტრონული ტექნიკის მწარომებელი მრავალი ბრენდის ავტორიზებულ სერვის ცენტრს საქართველოში. კომპანია დააარსების დღიდან (2004 წ) უზრუნველყოფს სხვა და სხვა ბრენდების გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მონტაჟს, დიაგნოსტიკას, შეკეთებას და ა.შ.
ტექნოსერვისი აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე
მოვალეობები:
- გაეცნოს და იხელმძღვანელოს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტრუქციებით
- გაეცნოს და იხელმძღვანელოს ავტორიზებული ბრენდების მიერ დადგენილი ინსტრუქციებით
- ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა (წერა, მეტყველება)
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
საჭირო კომპეტენციები:
- მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა
- შრომისმოყვარეობა და საქმისადმი ერთგულება
- პასუხისმგებლობა, სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება
ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები)
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე .დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს.