ფუტკრის სახლი „ტენტორიუმი“ აცხადებს კონკურსს ექიმი-კონსულტანტის პოზიციაზე.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის უშუალო და სატელეფონო კონსულტაციის გაწევა
- პროდუციის გაყიდვა
- დახმარება სამედიცინო ლიტერატურის თარგმნისას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ქართული ენის (წერითი, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (წერითი, სასაუბრო)
- კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint).
საჭირო თვისებები:
- ასაკი 25-35 წლამდე
- კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობ
- კლიენტებთან მუშაობის უნარი
ანაზღაურება: 375 ლარი
თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დაურთოთ სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 100 სიტყვისა). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
სამოტივაციო წერილში წარმოდგენილი იქნება შემდეგი პუნქტები:
- თქვენი ზოგადი, მოკლე დახასიათება
- რატომ მიგაჩნიათ, რომ შეესაბამებით არსებული პოზიციის მოთხოვნებს
- თქვენი პირადი ან პროფესიული გამოცდილება, ცოდნა ან უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პოზიციაზე მოვალეობის შესრულებაში
შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 1 დეკემბრამდე და მიუთითოთ თემა "med.consultant".