სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურსს სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ფიქსირებული ანაზღაურება: 1,550 ლარი.
უფლება-მოვალეობანი:
-დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა;
-ყოველთვიური და წლიური ანგარიშის მომზადება;
-სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
-კონტროლის განხორციელების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (ექიმი ჰიგიენისტი, კვების ტექნოლოგი, ქიმიკოსი, მიკრო ბიოლოგი, იურისტი);
-მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
-ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
-ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
-სტრესულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
-კომუნიკაბელურობა;
-ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები - CV (ფოტოსურათით) ელ-მისამართზე: 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებებს!