სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბორჯომი, დაბა ასპინძა.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ფიქსირებული ანაზღაურება: 550 ლარი.
უფლება-მოვალეობანი:
-ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად კომპლექსური ღონისძიებების გატარებაში მონაწილეობის მიღება;
-ცხოველების გადაყვანა-გადარეკვაზე ვეტერინარული ზედამხედველობა;
-ვეტერინარული მოწმობებისა და სერტიფიკატის გაცემა;
-კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
-ვეტერინარული კონტროლის განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ვეტერინარიის დარგში;
-მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
-ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-ანალიტიკური აზროვნება;
-კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა, მობილურობა;
-პუნქტუალურობა;
-გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები - CV (ფოტოსურათით) ელ-მისამართზე:2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებებს!