მაღაზიათა ქსელი ორი ნაბიჯი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მარკეტინგისა და ბი- თი-ელ გაყიდვების მენეჯერი
ძირითადი ფუნქციები:
-სხვა დირექტორებთან,დამფუძნებლებთან კოორდინაცია პროექტების განვითარებისა და განხორციელებისათვის
-პოტენციური კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების უზრუნველყოფა
-პროექტების მართვა დროსა და ვადებში
-სავაჭრო წერტილის სარეკლამო ფართის იდენტიფიკაცია და გაყიდვების ორგანიზაცია
-ბი თი ელ გაყიდვების წარმოება, სარეკლამო პროდუქტებისა და პროდუქტების პაკეტების პრეზენტაციები
-კომპანიის სამარკეტინგო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება და მონიტორინგი
-კომპანიის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღება, შეხვედრებზე დასწრება, გეგმების და შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციები
ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:
-მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა.
-მოლაპარაკების უნარი
-პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი
პიროვნული მახასიათებლები:
-ადაპტაციის უნარი: მოქნილი, სამუშაო გარემოს ცვლილებებისადმი ტოლერანტული .
-კომუნიკაბელური, აქტიური: დადებითი სამუშაო ურთიერთობების დამყარება თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად. კომუნიკაციის(როგორც წერითი, ისე ზეპირი) უნარი;
-კრეატულობა/ინოვაცია: ახალი და უნიკალური იდეების გენერირების უნარი ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით.
-გუნდური მუშაობის უნარი: მიზნების დასახვა,პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება სხვებთან თანამშრომლობით .
-ლიდერობა: სხვებზე დადებითი გავლენის მოხდენის უნარი იმ შედეგების მისაღწევად რომლებიც ორგანიზაციულ მიზნებთან არიან თანხვედრაში.
-ორგანიზებულობა: დროის მართვისა და პრიორიტიზირების უნარი,პუნქტუალობა
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება, ან მაგისტრატურის მიმდინარე კურსები მარკეტინგის, ფიარის ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში
-ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
-საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
შენიშვნა: რეკომენდირებულია ახალგაზრდა პირთათვის, რომლებსაც სურთ კვალიფიცირებული პრაქტიკის მიღება მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროებში.|
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე
აუცილებელია ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.