სსიპ–სოციალური მომსახურების სააგენტო აცხადებს კონკურსს ონის, ჭიათურის, ხონის რაიონული განყოფილებების უფროსების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
განყოფილების უფროსი:
განყოფილების საქმიანობის წარმართვა და ხელმძღვანელობა სააგენტოს მოქმედი დებულების მოთხოვნების სრული დაცვით, განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების, ფუნქციებისა და დავალებების განუხრელი შესრულება;
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული უნარ–ჩვევები – microsoft office word ,microsoft office excel, interneti –პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე;
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება;
- სოციალურ სფეროში მუშაობის გამოცდილება,
- სამოტივაციო წერილი;
- რეკომენდატორები . (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კადრების (კანდიდატების) შერჩევის წესი:
- შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, შემდეგი ეტაპების გავლით:
- ტესტირება ზოგად უნარ–ჩვევებში;
- ტესტირება კომპიუტერულ უნარჩვევებში;
- გასაუბრება;
- უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ მცხოვრებთ;
- წარმატებულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროფესიულ უნარ–ჩვევებში და გამოცდა პროფესიული ტესტების შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ–ფოსტის მისამართზე, არა უგვიანეს 2011 წლის 25 აგვისტომდე, უნდა გამოგზავნონ:
- CV (ბიოგრაფიული მონაცემები);
- ფოტოსურათი;
- სამოტივაციო წერილი;
- სარეკომენდაციო წერილი და რეკომენდატორის საკონტაქტო ტელეფონი.
- კომპიტერის ან/და ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ, გამოცხადებული ვაკანსის თქვენთვის სასურველი რაიონი და სამუშაო პოზიცია–განყოფილების უფროსი.
წინასწარი შერჩევის შედეგად გამოვლენილ კანდიდატებს შემდგომ ეტაპზე (ტესტირება) დაშვების შესახებ შეტყობინება გაეგზავნებათ ერთი კვირის ვადაში ელ–ფოსტის მეშვეობით. ამასთანავე, ვთხოვთ კანდიდატებს, რომლებიც მითითებულ ვადაში ვერ მიიღებენ შეტყობინებას, ნუ დაგვიკავშირდებიან.
საკონტაქტო მონაცემები:
ელ–ფოსტა:
ტელ. (+995 891)919006