სს "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება;
- საჯარო/სამეწარმეო რეესტრში საჭირო სარეგისტრაციო ქმედებების განხორციელება;
- კომპანიის საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოსთან ურთიერთობა;
- კომპანიის სახელით იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა; კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების რეგულარული მიმოხილვა და შესაბამისი ინფორმაციის დროულად მიწოდება კომპანიის თანამშრომელთათვის;
- კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- იურისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
სს "საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია" დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.