შპს "სოფთმასტერი" აცხადებს ვაკანსიას IT ანალიტიკოსი/ სპეციალისტის ვაკანსიაზე.
შრომითი ვალდებულებები:
- ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ყველა საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, მხარდაჭერა და კონტროლი;
- პრესელის ფუნქცია-მოვალობების შესრულება; პროდუქტის იდენტიფიკაცია, კონფიგურირება;
- ურთიერთობა უცხოელ მომწოდებლებთან;
- ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნა/განხორციელება;
- IP ტელეფონის სერვერის ადმინისტრირება
- არსებული/ჩართული ტექნოლოგიების გადაფასება დროისა და სიახლეების მოთხოვნებიდან გამომდინარე
- მენეჯერებთან სინქრონული მუშაობა და ინოვაციური პროექტების მომზადება/დანერგვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე სფეროში;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- პრაქტიკული და თეორიული ცოდნა IT-ში;
- IP ტელეფონიის საფუძვლების ცოდნა;
- უნდა შეეძლოს, გაამახვილოს ყურადღება დეტალებზე, დაძაბულ გარემოშიც კი;
- სწავლა-განვითარების სურვილი და უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აღნიშნულ ან მონათესავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.
კომპანიის სავალდებულო მოთხოვნა: კანდიდატი უნდა იყოს არამწეველი.
ხელფასი: 1,200-დან 2,000 ლარამდე (გამომდინარე კვალიფიკაციიდან).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@softmaster.ge 2011 წლის 30 დეკემბრის
ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.