სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი აცხადებს ვაკანსიებს თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ტრენერის პოზიციებზე.
ვაკანტურია ტრენერის პოზიციები შემდეგ საგნობრივ დარგებში:
1) საგადასახადო საქმე
2) ფინანსური/ბუღალტრული აღრიცხვა
3) საბანკო საქმე
4) სადაზღვევო საქმე
5) კონტროლი/აუდიტი
6) ბიუჯეტირება
7) მარკეტინგი/ბიზნეს დაგეგმარება
8) მენეჯმენტი
9) სახელმწიფო შესყიდვები
10) ტურიზმი
11) რეკლამა/პიარი
12) ეფექტური მომსახურება/სერვისი
13) ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
14) ბიზნეს ინგლისური
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი სპეციალობებით)
- შესაბამის დარგში სასწავლო ან პრაქტიკული 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
- საოფისე კომპიტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (სავალდებულოა)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მსმენელთათვის თეორიული/პრაქტიკული ტრენინგის ჩატარება
- თეორიული/პრაქტიკული სატრენინგო მასალების დამუშავება, მომზადება და მუდმივად განახლება
- ტრენინგზე დამსწრე მსმენელებისთვის ტესტირების ჩატარება, შედეგების შეჯამება და საბოლოო შეფასება
უნარები:
- გამართული მეტყველება
- ლოგიკური აზროვნება (სავალდებულოა)
- კომუნიკაბელურობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოთი (ფოტო შესაძლებელია განთავსდეს რეზიუმეში ან გამოიგზავნოს ცალკე ფაილის სახით) ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე:
აუცილებელია გამოგზავნისას სათაურში მიეთითოს კონკრეტული პოზიციის დასახელება (მაგალითად: ტრენერი-საგადასახადო საქმე და ა.შ.), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2012 წლის 8 მარტი.