სუპარმარკეტების ქსელი "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე (თბილისი).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სავაჭრო დარბაზის შეუფერხებელი მუშაობა;
-პროდუქციის მიღება;
-საწყობში არსებული პროდუქციის მომზადება სავაჭრო დარბაზში გადასატანად და პროცესის კონტროლი;
-აკონტროლოს საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა;
-საწყობში არსებული პროდუქციის აღრიცხვა;
-პროდუქციის დარბაზზე გადაწერა და მიწოდება;
-დარბაზიდან დაბრუნებული პროდუქციის გადმოწერა;
-აკონტროლოს ხარისხი, ვადები და მოითხოვოს მომწოდებლისგან პროდუქციის სერთიფიკატები და ხარისხის მოწმობები;
-აწარმოოს შემოსავლის და გასავლის დოკუმენტაცია;
-უზრუნველყოს პროდუქციის კოდირება;
-აწარმოოს ყოველთვიური ანგარიში;
-აკონტროლოს მომწოდებლებთან პროდუქციის დაბრუნების პროცესი.
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
-საოფისე პროგრამების ცოდნა, სასურველია გამოცდილება "1C"-ში;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: 2012 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.