სუპარმარკეტების ქსელი „სმარტ რითეილი“ აცხადებს ვაკანსიას მარნეულის მაღაზიისთვის მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.
- პერსონალის მართვის გამოცდილება
- გაყიდვების პრინციპები, მერჩანდაიზინგის საფუძვლები, მაღაზიაში არსებული
- პროდუქციის სრული ასორტიმენტის, ბრენდებს შორის არსებული ხარისხობრივი
- უპირატესობები, მომსახურების სრული სპექტრი, რომელსაც „ს/ს სმარტი“ სთვაზობს
- მომხმარებელს, „ს/ს სმარტის“ მომხმარებელთა მომსახურების დადგენილი
- სტანდარტები, ორგანიზაციული სტრუქტურა და თანამდებობრივი იერარქიის ცოდნა.
- კომპანიაში დოკუმენტებთან მუშაობა და ბიზნესკომუნიკაცია.
- კომპანიაში მომწოდებელთან ურთიერთობის წესების ცოდნა
- სავაჭრო ობიექტის მომგებიანობის გაანგარიშების ზოგადი მეთოდიკა, სახელფასო და ბონუსური ფონდის გაანგარიშების ფორმულის ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიის მენეჯერი პასუხისმგებელია დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებაზე, რომელსაც იღებს სუპერმარკეტების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორისგან, წარუდგენს დასახულ გეგმას სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს და ორგანიზებას გაუკეთებს მათ შრომას დასახული გეგმის შესრულების მიზნით.
- სასაქონლო დანაკარგებისა და ჩამოწერის ნორმების დაცვა.
- მაღაზიის მენეჯერი ახორციელებს კონტროლს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მხრიდან სამუშაო დისციპლინის დაცვაზე, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და უფლებამოვალეობების შესრულებაზე, მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების დაცვაზე. ზემოაღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში აცნობებს სუპერმარკრეტების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორს.
- დღის დახურვის პროცედურას ახორციელებს დადგენილი წესის თანახმად;
- აკონტროლებს ცალკეულ პროდუქტებზე ფასმაჩვენებლების სისწორესა და კითხვადობას.
- აკონტროლებს თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადებას, წინასწარ გაწერილი
- შრომის გრაფიკის დაცვას, თანამშრომელთა ჩაცმულობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შენდეგ ელექტრონულ მისამართზე : vacancy@wissol.ge
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 1 სექტემბერი