სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას IT-ქსელის სპეციალისტის (თრაბელშუტერის) პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- კომპანიის ინტერნეტ, სატელევიზიო და IP ტელეფონის სერვისების მუშაობის მონიტორინგი და თრაბელშუტინგი;
- როგორც აბონენტის, ისე კომპანიის სააბონენტო ქსელის აპარატურასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის ოპერატიული ანალიზი, ტექნიკური დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეაგირება;
- კომპანიის კუთვნილი აპარატურის 24 საათიანი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა (Comptia A+ ფარგლებში);
- ქსელების კარგი ცოდნა (Comptia Network+ ფარგლებში);
- Cisco-ს აპარატურასთან (ზოგადად CLI მქონე აპარატურასთან) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- შესაბამისი სერთიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური).
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- გუნდური მუშაობის კულტურა;
- დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანი და სათანადო შესრულება;
- გამართული მეტყველება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: