ს.ს. „ სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის ქსელის მომსახურების ქვეგანყოფილების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭავჭავაძის ქ. N29
სამუშაო გრაფიკი: კ
ვირაში ექვსი სამუშაო დღე, ორშაბათი –პარასკევის ჩათვლით 10:00–18:00;
შაბათი: 10:00-16:00.
სამუშაოს აღწერილობა:
- დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების(გადართული წყვილების და სხვა) შესახებ ინფორმაციის სპეციალიზებულ CBOSS-ის პროგრამაში ასახვა;
- სპეციალიზებული (CRM) პროგრამიდან, კერძოდ, მოსაკვლევი, დასადგმელი, გადასატანი ნომრების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება/დანაწილება და შესაბამის უბნის უფროსთან გადაგზავნა;
- ნებისმიერი სახის ცვლილების პროგრამული რედაქტირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
- MS Office პროგრამების ცოდნა
- სამუშაო გამოცდილება, სასურველია ტელეკომუნიკაციის სფეროში;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობის კულტურა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი