სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მომსახურების ქვეგანყოფილების მუშის პოზიციაზე ქ. ქუთაისსა და ქ. გურჯაანში.
სამუშაო ადგილები:
ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. 1/5
ქ. გურჯაანი, თავისუფლების ქ. 7
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე, ორშაბათი- პარასკევის ჩათვლით: 09:00-18:00, შაბათი: 09:00-16:00.
სამუშაოს აღწერილობა:
- სატელეფონო კაბელების, გ/კარადების, გ/კოლოფების, სატელეფონო ბოძების, დგარების, მიწისქვეშა საკაბელო არხების, კაბელის დამცავი არხების, სათვალთვალო ჭების აღდგენა, მოწესრიგება - დასუფთავება, მონტაჟთან და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
- მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება.
- შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე და სატელეფონო კანალიზაციის ჭებში სამუშაოების შესრულება.
- "კონსოლების" მონტაჟთან და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
- გ/კარადების საიზოლაციო სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დისციპლინირებულობა
- გუნდური მუშაობის კულტურა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი