ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს კონკურსს ქონების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა:
- ქონების მართვის პოლიტიკის შემუშავება და მუდმივი დახვეწა; დამტკიცებული პოლიტიკის შესრულების კონტროლი;
- უვარგისი ან/და გამოუსადეგარი ქონების გამოვლენის და შემდგომი რეალიზაციის ან/და განადგურების პროცესის ორგანიზება/კოორდინაცია;
- კონტრაგენტებთან უძრავი ქონების იჯარის, ქირის და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების და დარეგისტრირების შესრულების კონტროლი;
- კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პირობების დადგენაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება, კოორდინაცია;
- ბიუჯეტის დაგეგმვა;
- სამუშაო პროცესის დახვეწის და სრულყოფის მიზნით წინადადების მომზადება;
- დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტური და ოპტიმალური ადმინისტრირება;
- დაქვემდებარებული პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის ტრეინინგების, სემინარების ინიცირება;
- დაქვემდებარებული პერსონალის ატესტაციის ინიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- უცხო ენების ცოდნა
-MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
-ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობის კულტურა
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 20 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: