სს " სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის 95.
სამუშაოს აღწერილობა:
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი);
- ყოველთვიური სეგმენტების ანალიზი (ხარჯების განაწილება - ბიზნეს ერთეულებზე/პროდუქტებზე/მომსახურების სახეებზე და ა.შ);
- საქმიანობის ფინანსური ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსების,ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის მიმართულებით)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური; რუსული)
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა(სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება)
- საბუღალტრო სტანდარტების და პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა, პრივილეგიად ჩაითვლება შესაბამისი სერტიფიკატების ფლობა (ACCA,CPA,CIMA);
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობა
- პუნქტუალობა
- ანალიტიკური აზროვნება
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობა
- დროის მართვა
- გუნდური მუშაობა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: .