ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს კონკურსს ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა:
- სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, პროექტების შედგენა და სათანადო წესით დამტკიცება
- სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულების კონტროლი
- კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი
- კონტრაქტორების მიერ სამუშაოების წარმოების პროცესში სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხისა და ვადების კონტროლი
- შესრულებული სამუშაოების ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება
- ანალოგიურ პოზიციაზე ან მშენებლობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- პროექტების შედგენისა და მართვის გამოცდილება
- MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობის კულტურა
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 14 ივლისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: