ს.ს. „სილქნეტი“ აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა რაიონში ტელეკომუნიკაციის სახაზო მეურნეობის (ნაგებობების) ტექნიკოსის (მეკაბელე/ მონტიორი) პოზიციებზე. კომპანიის ტრენინგ–ცენტრი თავად მოამზადებს ტელეკომუნიკაციის ტექნიკოსს.
- ტრენინგი ჩატარდება ქ. თბილისში
- ტრენინგ –კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე
- სწავლება მიმდინარეობს ორშაბათი – შაბათის ჩათვლით 10:00 – 18:00 საათამდე
- ტრენინგის დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ტესტირება, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე
მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება ( პროფესიული, უმაღლესი ან/და დამამთავრებელი კურსი)
უნარ–ჩვევები:
- სწავლებისა და გაცნობიერების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
- გუნდური მუშაობის კულტურა
ტელეკომუნიკაციის ტექნიკოსის (მეკაბელე/ მონტიორი)
სამუშაო აღწერილობა:
- ტექნიკური საშუალებებისა და ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი
- სახაზო საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა
- სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა
- დაზიანებული კაბელების მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება და მისი მონახაზის გაკეთება)
- კაბელის გარსაცმის ვარგისიანობის შემოწმება და მისი ხარისხიანი და დროული აღდგენა
- მიმაგრებულ უბანზე ყველა სახისა და ტევადობის კაბელების გადაბმა და მონტაჟი, ტექნიკურად სწორი და
- ხარისხიანი ექსპლოატაცია
- სახაზო-ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლოატაცია
- ახალი ტელეფონის დასადგმელად წყვილების მოკვლევა და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება
- დღის განმავლობაში DSL, IPTV და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა
- კაბელის ელექტრული პარამეტრების გამზომ-გამსინჯავი ხელსაწყოებისა და კაბელის მძებნელი
- მოწყობილობების გამოყენება
- ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ რაიონის/ქალაქის და პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი