ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო ჯგუფის სარემონტო ბრიგადის მუშის პოზიციაზე ქ. მცხეთაში.
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით: 09.00-18.00; შაბათი: 09.00-16.00.
სამუშაოს აღწერილობა:
- სატელეფონო კაბელების, გ/კარადების, გ/კოლოფების, სატელეფონო ბოძების, დგარების, მიწისქვეშა საკაბელო არხების, კაბელის დამცავი არხების, სათვალთვალო ჭების აღდგენა, მოწესრიგება-დასუფთავება, მონტაჟთან და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
- მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება.
- შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე და სატელეფონო კანალიზაციის ჭებში სამუშაოების შესრულება.
- "კონსოლების" მონტაჟთან და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება.
- გ/კარადების საიზოლაციო სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დისციპლინირებულობა
- გუნდური მუშაობის კულტურა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: