ს.ს. „ სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების აღწერისა და დანერგვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის 95
სამუშაოს აღწერილობა:
- ახალი პროდუქტების დეტალური აღწერილობის მომზადება, პროდუქტის მოქმედების პირობების განსაზღვრა
- პროდუქტების ბაზის განახლება
- არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით ბაზრის კონტროლი, ცვლილებების ინიცირება და შესაძლო რისკების თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს აღმოჩენა
- პროდუქტის იმპლემეტაციის პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან
- პროცესების და რეპორტინგის სისტემის სტანდარტიზაციის კორდინირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკის ან სხვა ტექნიკური სპეციალობის მიმართულებით)
- სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 4 წელი
- გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში ან მსგავს სფეროში
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel, Power Point) მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დეტალების მიმართ ყურადღება
- კრიტიკული აზროვნების უნარი
- ანალიზის უნარი (რეპორტინგი)
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი