სს "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების აღწერისა და დანერგვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის 95.
სამუშაოს აღწერილობა:
- ახალი პროდუქტების დეტალური აღწერილობის მომზადება; პროდუქტის მოქმედების პირობების განსაზღვრა;
- პროდუქტების ბაზის განახლება;
- არსებულ პროდუქტებთან დაკავშირებით ბაზრის კონტროლი, ცვლილებების ინიცირება და შესაძლო რისკების თუ დამატებითი შემოსავლის წყაროს აღმოჩენა;
- პროდუქტის იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
- პროცესების და რეპორტინგის სისტემის სტანდარტიზაციის კოორდინირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკის ან სხვა ტექნიკური სპეციალობის მიმართულებით)
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წელი
- გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში ან მსგავს სფეროში
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დეტალების მიმართ ყურადღება
- კრიტიკული აზროვნების უნარი
- ანალიზის უნარი (რეპორტინგი)
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი :