სს " სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მომსახურების ქვეგანყოფილების ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩარგლის ქ. 7
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი სამუშაო დღე, ორშაბათი -პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00; შაბათი: 09:00-16:00.
სამუშაოს აღწერილობა:
- სპეციალიზებული (CRM) პროგრამიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მათი სრული და სწორი გადაცემა შესაბამის სამსახურებთან;
- განყოფილებაში შემავალი სამონტაჟო ბრიგადების მუშაობის კოორდინირება;
- შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და პროგრამული უზრუნველყოფა;
- ინსტალაციის შემდგომ საჭირო დოკუმენტაციის შედგენა;
- ყოველი ახალი ინსტალაციისა და დაზიანების აღრიცხვა და კონტროლი;
- დაზიანების შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის დამუშავება და გადაცემა განყოფილების შესაბამის სამსახურებზე;
- განყოფილების მიერ წარმოებული სამუშაოების მიმდინარეობის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და მიწოდება კომპანიის შესაბამის სამსახურებზე;
- განყოფილებაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციების, ასევე სხვა ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Visio, AutoCAD)
- სამუშაო გამოცდილება, სასურველია ტელეკომუნიკაციის სფეროში;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობის კულტურა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: