ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიებს პოზიციაზე: რეგიონული მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში.
სამუშაოს აღწერილობა:
- რეგიონული მომსახურების ცენტრის ტექნიკური საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- სახაზო-საკაბელო უბნებზე აბონენტთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- სახაზო-საკაბელო უბნებზე დაფიქსირებული დაზიანებების აღრიცხვა, მათზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- რეგიონის მასშტაბით ინვენტარიზაცია და სახაზო-საკაბელო მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერა;
- არსებული მასალის, ინვენტარის და აღჭურვილობის მოძრაობის, ექსპლუატაციისა და გამოწერა-ჩამოწერის კონტროლი;
- ახალი შეკვეთების პირველადი მოკვლევის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- რეგიონის მასშატაბით ქსელის გაფართოების მიზნით პროექტების შემუშავება;
- დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სამუშაო გეგმის შედგენა;
- შესრულებული საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის მიზნით,
რეგიონის მასშტაბით სისტემატური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
- სს "სილქნეტის" მიზნებისა და ბიზნეს სტრატეგიის გაზიარება, დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ტექნიკურ სფეროში;
- მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი
მიმართულებით; პრიორიტეტული იქნება სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის
გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- მართვის უნარი
- სტრატეგიული ხედვა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მოტივაცია და ინიციატივა
- პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი
- ორგანიზებულობა
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
- ოპერატიულობა და პუნქტუალობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: resume@silknet.com 2012 წლის 25 იანვრის
ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ რეგიონის და
ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა ვერ
განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.silknet.com