ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიებს პოზიციაზე: რეგიონული მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კომერციულ საკითხებში.
სამუშაოს აღწერილობა:
- რეგიონული მომსახურების ცენტრის კომერციული საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- კომპანიის რეგიონული კომერციული საქმიანობის განვითარებისა და გაფართოების საჭიროების ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება;
- რეგიონის მასშტაბით კორპორატიული და საცალო გაყიდვების პროცესის წარმართვა და სისტემატური ანალიზი;
- რეგიონის მასშტაბით გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- აბონენტთა პროდუქტებითა და სერვისებით უზრუნველყოფის ორგანიზება და კონტროლი;
- პოტენციური კორპორაციული კლიენტების საჭიროების შესწავლა/ანალიზი და
მათთვის პროდუქტების/სერვისების მიზნობრივი შეთავაზების ინიცირება;
- გაყიდვის აქციების/ღონისძიებების დაგეგმვა და მათი შესრულების კონტროლი;
- სერვის ცენტრებში აბონენტთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
- რეგიონული სერვის ცენტრების ამოცანებისა და ფუნქციების დროული და ხარისხიანი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
- სს "სილქნეტის" მიზნებისა და ბიზნეს სტრატეგიის გაზიარება და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ტექნიკურ სფეროში;
- მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი
მიმართულებით; პრიორიტეტული იქნება სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის
გამოცდილება;
- გაყიდვების ძირითადი ტექნიკის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- მართვის უნარი
- სტრატეგიული ხედვა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მოტივაცია და ინიციატივა
- პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი
- ორგანიზებულობა
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი
- ოპერატიულობა და პუნქტუალობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@silknet.com 2012 წლის 25 იანვრის
ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ რეგიონის და
ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა ვერ
განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.silknet.com