ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს კონკურსს მდივან-რეფერენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წინამძღვრიშვილის 95.
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 10:00-დან 18:00 სთ-მდე.
სამუშაოს აღწერილობა:
- საქმისწარმოების ორგანიზება;
- ტელეფონის ზარებზე პასუხის გაცემა;
- შეხვედრების დანიშვნა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- წერილების შედგენა, თარგმნა (რუსული, ინგლისური), გაგზავნა;
- კორესპონდენციის მიღება და შემდგომი გაკონტროლება;
- საჭიროების შემთხვევაში, უშუალო უფროსის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ადმინისტრაციული საქმიანობის საფუძვლიანი ცოდნა;
- Microsoft Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება).
აუცილებელი უნარები:
- ინიციატივა
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
- ანალიტიკური აზროვნება
- კარგი მეხსიერება
- კრეატიულობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობა
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის კულტურა
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- დროში კარგად ორიენტირება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: