ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას კროსის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქობულეთი.
სამუშაოს აღწერილობა:
- სააბონენტო ხაზების და სადგურის პორტების ერთმანეთთან დაკავშირება კროსირების მავთულით;
- სააბონენტო ხაზის და სადგურის პორტების მონაცემების ასახვა სპეციალიზებულ პროგრამებში;
- ხაზის მონტიორებთან ერთობლივი მუშაობა დაზიანების აღმოფხვრისათვის;
- სადგურში მიმდინარე ყველა პროცესის ასახვა შესაბამის ჟურნალებსა და პროგრამებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
- კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ტექნიკური განათლება.
აუცილებელი უნარები:
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის კულტურა
- პროფესიული განვითარების უნარი
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის და ქალაქის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: