ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიებს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, ინსტალატორის და ოპტიკური ქსელის მომწყობის პოზიციებზე.
ინსტალატორი:
სამუშაოს აღწერილობა:
- აბონენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება
- საინსტალაციო სამუშაოების წარმოებისათვის მომზადება, შესაბამისი მოწყობილობებით უზრუნველყოფა/მონტაჟი
- საინსტალაციო სამუშაოების წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება (პროფესიული, უმაღლესი ან/და დამამთავრებელი კურსი)
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო სფეროში
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ენა)
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ოპტიკური ქსელის მომწყობი:
სამუშაოს აღწერილობა: აბონენტებთან ქსელის გაყვანა-მონტაჟი და ინსტალაციისთვის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ან სამშენებლო სფეროში
- სახელმწიფო ენის ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები - ინსტალატორი/ოპტიკური ქსელის მომწყობი:
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა
- დისციპლინირებულობა
- პასუხისმგებლობა
- გუნდური მუშაობის კულტურა
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის და რეგიონის/ქალაქის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: