ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა რაიონში, ტელეკომუნიკაციის სახაზო მეურნეობის (ნაგებობების) ინჟინერ-ტექნიკოსის/ტექნიკოსის (მეკაბელე/მონტიორი) პოზიციებზე. კომპანიის ტრენინგ-ცენტრი თავად მოამზადებს ტელეკომუნიკაციის ინჟინერ-ტექნიკოსს და ტექნიკოსს, შესაბამისი პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად.
მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება (პროფესიული, უმაღლესი ან/და დამამთავრებელი კურსი).
უნარ-ჩვევები:
- სწავლებისა და გაცნობიერების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- ლოგიკური აზროვნება, დასკვნების გაკეთების უნარი;
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
- გუნდური მუშაობის კულტურა.
ტელეკომუნიკაციის ინჟინერ-ტექნიკოსის სამუშაო აღწერილობა:
- ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური საშუალებების მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- სახაზო-საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
- სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა;
- სახაზო ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
- მიმდინარე და გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
- დღის განმავლობაში DSL, IPTV და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრაზე კონტროლი;
- კაბელის ელექტრული პარამეტრების გამზომ-გამსინჯავი ხელსაწყოების და კაბელის მძებნელი მოწყობილობების გამოყენება;
- ტექნიკური პასპორტიზაციის და სქემატურ-ტექნიკური დაპროექტების სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა;
- კაბელების პირველადი, მეორადი პარამეტრების გაზომვის შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- დასაპროექტებელი ობიექტების სამუშაო მოცულობებისა და ესკიზის შედგენა და ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მოთხოვნების ფორმულირება;
- სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების პროექტირებაში მონაწილეობა;
- პროფილაქტიკური, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების გეგმების შედგენა, რეგლამენტური ნორმების შესაბამისად;
- შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
- ახალი ობიექტების ექსპლოატაციაში მონაწილეობის მიღება;
- გარეშე ორგანიზაციების მიერ მიწის თხრის სამუშაოების ჩატარებისას კომპანიის კომუნიკაციების დაცვის უზრუნველყოფა; დაზიანების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- გახარჯული მასალების აღრიცხვიანობა, ჩამოწერა და კონტროლი.
ტელეკომუნიკაციის ტექნიკოსის (მეკაბელე/მონტიორი) სამუშაო აღწერილობა:
- ტექნიკური საშუალებებისა და ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- სახაზო საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
- სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა;
- დაზიანებული კაბელების მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება და მისი მონახაზის გაკეთება);
- კაბელის გარსაცმის ვარგისიანობის შემოწმება და მისი ხარისხიანი და დროული აღდგენა;
- მიმაგრებულ უბანზე ყველა სახისა და ტევადობის კაბელების გადაბმა და მონტაჟი, ტექნიკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
- სახაზო-ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
- ახალი ტელეფონის დასადგმელად წყვილების მოკვლევა და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
- დღის განმავლობაში DSL, IPTV და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა;
- კაბელის ელექტრული პარამეტრების გამზომ-გამსინჯავი ხელსაწყოებისა და კაბელის მძებნელი მოწყობილობების გამოყენება;
- ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: