ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას თრაბელშუტერის (დაზიანების აღმოფხვრაზე მომუშავე პერსონალი) პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- კომპანიის ინტერნეტ, სატელევიზიო და IP-ტელეფონიის სერვისების მუშაობის მონიტორინგი და თრაბელშუტინგი;
- როგორც აბონენტის, ისე კომპანიის სააბონენტო ქსელის აპარატურასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის ოპერატიული ანალიზი, ტექნიკური დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეაგირება;
- კომპანიის კუთვნილი აპარატურის 24 საათიანი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
- კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემების და ქსელების კარგი ცოდნა
- Cisco-ს აპარატურასთან მუშაობის ცოდნა
- სასურველია სამუშაო გამოცდილება
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა
- უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური).
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
- გუნდური მუშაობის კულტურა
- დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანი და სათანადო შესრულების უნარი
- გამართული მეტყველება
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: