ს.ს. „ სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას ვიდეოთეკის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- ვიდეოთეკის სრული ციკლის მომზადებაში მონაწილეობა, კატეგორიზაციის, დიზაინის, გვერდის მომზადების და ექსპლუატაციის ფაზების გათვალისწინებით
- ვიდეოთეკის პროდუქტის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა
- ვიდეოთეკის დაგეგმარების და მომზადების ეტაპების, ასევე სარეკლამო მასალების გაყიდვაში გაშვების ეტაპების მომზადება
- სერვისის სწორად პოზიციონირების მიზნით მარკეტინგის ჯგუფთან მუშაობა
- ვიდეოთეკისადმი მოთხოვნების, საერთაშორისო კონტენტის და ტექნოლოგიური კონცეფციების განვითარების მიზნით სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობა
- სხვა დაკავშირებული ამოცანები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება მედია ბიზნესის მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; პრიორიტეტული იქნება სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული უნარების მაღალ დონეზე ცოდნა
- მრავალენოვან პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება, აუცილებელი მოთხოვნა ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- მოტივაცია და საქმისადმი ინტერესი
- პრეზენტაციის უნარები
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი