ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოთეკის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- ვიდეოთეკის სრული ციკლის მომზადებაში მონაწილეობა, კატეგორიზაციის,
დიზაინის, გვერდის მომზადების და ექსპლუატაციის ფაზების გათვალისწინებით;
- ვიდეოთეკის პროდუქტის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
- ვიდეოთეკის დაგეგმარების და მომზადების ეტაპების, ასევე, სარეკლამო მასალების გაყიდვაში გაშვების ეტაპების მომზადება;
- სერვისის სწორად პოზიციონირების მიზნით მარკეტინგის ჯგუფთან მუშაობა;
- ვიდეოთეკისადმი მოთხოვნების, საერთაშორისო კონტენტის და ტექნოლოგიური
კონცეფციების განვითარების მიზნით სხვადასხვა ჯგუფებთან მუშაობა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება მედია ბიზნესის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
პრიორიტეტული იქნება სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარების მაღალ დონეზე ცოდნა;
- მრავალენოვან პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; აუცილებელი მოთხოვნაა ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- მოტივაცია და საქმისადმი ინტერესი;
- პრეზენტაციის უნარები;
- ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@silknet.com 2012 წლის 26 იანვრის
ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი: http://www.silknet.com