„სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას ბრიგადირისა და მუშის პოზიციებზე ვადიანი პროექტის ფარგლებში.
სამუშაო ადგილი: ქ.ახალციხე, რაბათის დასახლება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 9:00-18:00; შაბათი –9:00–16:00;
ბრიგადირის სამუშაოს აღწერილობა:
- სამშენებლო–სარემონტო ბრიგადის ხელმძღვანელობა და შესაბამისი სამუშაოების მსვლელოის კონტროლი;
- შესასრულებელი სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების დაცვა;
- შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის ანგარიშგება.
მუშის სამუშაოს აღწერილობა:
- სატელეფონო კაბელების, გ/კარადების, გ/კოლოფების, სატელეფონო ბოძების, დგარების, მიწისქვეშა საკაბელო არხების, კაბელის დამცავი არხების, სათვალთვალო ჭების აღდგენა, მოწესრიგება – დასუფთავება, მონტაჟთან და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
- მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება;
- შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე და სატელეფონო კანალიზაციის ჭებში სამუშაოების შესრულება;
- „კონსოლების“ მონტაჟთან და დემონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
- გ/კარადების საიზოლაციო სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები/უნარები:
- სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- პასუხისმგებლობა;
- დისციპლინირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი