ს.ს. „ სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიებს ტელეკომუნიკაციის სახაზო მეურნეობის (ნაგებობების) ტექნიკოსის (მეკაბელე/ მონტიორი) პოზიციებზე შემდეგ ქალაქებში: თეთრიწყარო, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია, ვანი,ზუგდიდი. კომპანიის ტრენინგ–ცენტრი თავად მოამზადებს ტელეკომუნიკაციის ტექნიკოსს შესაბამისი პარაქტიკული კურსის გავლის შედეგად.
ტრენინგი ჩატარდება ქ. თბილისში
ტრენინგ –კურსის ხანგრძლივობაა ერთი თვე;
სწავლება მიმდინარეობს ორშაბათი – შაბათის ჩათვლით 10:00 – 18:00 საათამდე.
ტრენინგის დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ფინალური ტესტირება, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდგომ კანდიდატები დასაქმდებიან ზემოაღნიშნულ თანამდებობაზე.
მოთხოვნები:
სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება ( პროფესიული, უმაღლესი ან/და დამამთავრებელი კურსი)
უნარ-ჩვევები:
- სწავლებისა და გაცნობიერების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- ლოგიკური აზროვნება, დასკვნების გაკეთების უნარი;
- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
- გუნდური მუშაობის კულტურა
ტელეკომუნიკაციის ტექნიკოსის (მეკაბელე/ მონტიორი)
სამუშაო აღწერილობა:
- ტექნიკური საშუალებებისა და ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
- სახაზო საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
- სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა;
- დაზიანებული კაბელების მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება და მისი მონახაზის გაკეთება);
- კაბელის გარსაცმის ვარგისიანობის შემოწმება და მისი ხარისხიანი და დროული აღდგენა;
- მიმაგრებულ უბანზე ყველა სახისა და ტევადობის კაბელების გადაბმა და მონტაჟი, ტექნიკურად სწორი და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
- სახაზო-ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
- ახალი ტელეფონის დასადგმელად წყვილების მოკვლევა და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
- დღის განმავლობაში DSL, IPTV და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა;
- კაბელის ელექტრული პარამეტრების გამზომ-გამსინჯავი ხელსაწყოებისა და კაბელის მძებნელი მოწყობილობების გამოყენება;
- ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანტიდატურა ვერ განიხილება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი