ს.ს. „ სილქნეტი“ აცხადებს ვაკანსიას IT– ქსელის სპეციალისტის (თრაბელშუტერის) პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- კომპანიის ინტერნეტ,სატელევიზიო და IP-ტელეფონიის სერვისების მუშაობის მონიტორინგი და თრაბელშუტინგი;
- როგორც აბონენტის ისე კომპანიის სააბონენტო ქსელის აპარატურასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემური სიტუაციის ოპერატიული ანალიზი, ტექნიკური დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეაგირება;
- კომპანიის კუთვნილი აპარატურის 24 საათიანი მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემებისკარგი ცოდნა(Comptia A+ ფარგლებში);
- ქსელების კარგი ცოდნა(Comptia Network+ ფარგლებში);
- CISCO-ს აპარატურასთან(და ზოგადად CLI მქონე აპარატურასთან) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- შესაბამისი სერთიფიკატების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა( რუსული და ინგლისური)
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დაკვირვებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება
- გუნდური მუშაობისკულტურა
- დაკისრებული მოვალეობების ხარისხიანი და სათანადო შესრულება
- გამართული მეტყველება
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: 2011 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ ჩვენი ვებ–გვერდი