"სითი ფარმა" - პირველი ფარმაცევტული სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
-სუპერმარკეტის ეფექტური და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
-თანამშორმლების მუდმივი ტრეინინგი, კონსულტირება და მონიტორინგი, მათი გუნდური მუშაობის უზრუნველყოფა;
-ფინანსური მიზნების მიღწევა და ხარჯების კონტროლი;
-მომხმარებელთა მოთხოვნების დადგენა და ეფექტურ გაყიდვებზე მიმართული ქმედებების ინიცირება;
-დარბაზში არსებული პროდუქციის ეფექტური განლაგების კონტროლი; რეკლამირების, გაყიდვებისა და პოზიციონირების გეგმების შესწავლა;
-მომსახურე პერსონალის მხრიდან ეფექტური მომსახურების კონტროლი;
-პროდუქციის მარაგების კონტროლი, შეკვეთების დაგეგმვა და პროდუქციის მიღების კონტროლი;
-ვარგისიანობის მუდმივი კონტროლი, წუნდებული პროდუქტის იდენტიფიკაცია და რეაგირება კომპანიაში დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
-სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
-მომხმარებლისთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფა;
-მუშაობის პროცესში არსებული ხარვეზების დადგენა და მათი აღმოფხვრა უმოკლეს ვადებში;
-პერიოდული ინვენტარიზაცია და ანგარიშგება სათავო ოფისთან;
-ოპერაციების უზრუნველყოფა პროგრამული, საოპერაციო და პერსონალის მართვის პოლიტიკისა და პროცედურების ინიცირების, კოორდინირებისა და აღსრულების მეშვეობით.
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ვაჭრობის ან მსგავს სფეროში;
-2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება საცალო გაყიდვების სფეროში;
-მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
-საცალო გაყიდვების ბაზრის ცოდნა;
-მომხმარებელზე ორიენტირებული;
-შედეგებზე ორიენტირებული;
-სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
-ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
-გადაწყვეტილების მიღების უნარი;
-გუნდის მართვის უნარი;
-ლიდერობა;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელ. მისამართზე: არაუგვიანეს 2012 წლის 29 თებერვლისა.