საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს კონკურსს მედიისა და კომუნიკაციების ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- წარმატებული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება საჯარო სამსახურის ბიუროს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის პროცესების მართვაზე.
- ოფიცრის მოვალეობებში შევა: ვებსაიტის განახლება, სოციალური მედიის გამოყენება, სხვადასხვა ანგარიშების მომზადება საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის შესახებ, როგორიცაა წლიური ანგარიშები, პრეს–რელიზები, ბროშურები, ლიფლეტები, სხვადასხვა სარეკლამო/პრომო მასალები (მომზადება და განთავსება).
- წარმატებული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ასევე მთავრობის დონეზე სხვადასხვა მედია–კამპანიების კოორდინაციაზე, მონიტორინგზე და შეფასებაზე.
- მედია კომუნიკაციების ოფიცრის ფუნქციებში შევა ასევე სამთავრობო დონეზე სოციალური მედია კამპანიის პროექტის კოორდინაცია, მონიტორიგი და შეფასება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მუშაობის კარგი გამოცდილება მედია კომუნიკაციების სფეროში
- სოციალურ ქსელებთან მუშაობის კარგი გამოცდილება
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, მათ შორის Power Point, Microsoft Publisher, Photo Shop, Word, Excel
- შეხვედრების/ტრენინგების მაღალ დონეზე ორგანიზების უნარი
- ორგანიზაციის ვებ–გვერდის უზრუნველყოფაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველი დიზაინის მიხედვით ბროშურების, ლიფლეტების, ლოგოების, სარეკლამო/საინფორმაციო მასალების შექმნის უნარი
- ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილება
- ბროშურების, ლოგოების, ბუკლეტებისა და მსგავსი მასალების მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება (გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს შესაბამისი ნიმუშები)
სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს მიღებული შესაბამისი განათლება/მუშაობის გამოცდილება აშშ-ს და ევროპის უნივერსიტეტებში/ქვეყნებში.
კანდიდატი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს, ისევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საჯარო სამსახურის ბიუროს ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაციის ფორმა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ტელ: (+995 32)932102, (+995 32)931912; ელ.ფოსტა:
აღნიშნული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: , , ,