საჯარო სამსახურის ბიურო აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე
სამუშაოს აღწერა
- საჯარო სამსახურის სექტორში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი სტანდარტებისა და ერთიანი ელექტრონული სისტემის იმპლემენტაციის კოორდინაცია;
- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინოვაციური ტენდენციების მუდმივი მოძიება და ანალიზი;
- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება;
- საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) განვითარება;
- საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მენეჯმენტი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება 3 წელი;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში რელევანტური სამუშაო გამოცდილება;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და მუშაობის უნარი;
- ინოვაციების შეთავაზების უნარი;
- პრეზენტაციის მომზადებისა და მოწყობის უნარი;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამსახურეობრივი სტრესისადმი გამძლეობა.
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან 3 წლიანი გამოცდილება: Microsoft Office Word,Microsoft Office Excel,Microsoft Office Outlook,Microsoft Office PowerPoint;
- გრაფიკული პროგრამის Photoshop–ის კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
საკონტაქტო მისამართი:ინგოროყვას ქ. #7
საკონტაქტო ტელეფონები:2192727 (ext. 129)
საკონტაქტო პირი:ხათუნა ჭლაჭიშვილი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსეთ განაცხადი საჯარო სამსახურის ვებ გვერდზე