საიტზე დევს 285 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  გუდვილი  ალგანი  DMG WEST LINES 
შ.პ.ს დიზაინ სითი  პროფკურორტი  შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა  შირნჰოფერი  ქეა  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  P/T/G  ინგლისური ენის სახლი თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   
კავკასიის უნივერსიტეტი  Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  აიელსი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 
   ვაკანსია:

ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი

   კომპანია:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

   განთავსებულია:  12 იან. 2012
   ბოლო ვადა:  20 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@napr.gov.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საჯარო რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა საქართველოში. მის სახელს უკავშირდება თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული არაერთი ამბიციური პროექტი, როგორც ქონების, ისე ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გამოკვლევის "Doing Business 2012" მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში 200-მდე ქვეყანას შორის საქართველო პირველია ქონების რეგისტრაციის ასპექტით, ხოლო მეშვიდეა ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით.

დღესდღეობით, ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული და ეს წარმატება დიდადაა განპირობებული უწყების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ძლიერი ინფრასტრუქტურითა და ადამიანური რესურსებით. საჯარო რეესტრის IT გუნდი საუკეთესო 40-მდე სპეციალისტითაა დაკომპლექტებული. არაერთი საერთაშორისო პროექტი და მუდმივი თრეინინგები ეხმარება ჩვენს სპეციალისტებს პროფესიულ ზრდაში, სერიოზული ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში.

ბოლო 5 წლის მანძილზე, საჯარო რეესტრის IT გუნდის მიერ განხორციელდა მრავალი პროექტი უწყების გარეთაც:

-აღსრულების ეროვნული სისტემის ავტომატიზაცია;
-ნოტარიუსების აქტების რეგისტრაციის პროგრამის შექმნა;
-არქივირების სისტემის ავტომატიზაცია;
-სახელმწიფო უწყებების მთლიანად ელექტრონულ შესყიდვებზე გადაყვანა;
-ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შექმნა (ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც უკვე 10-მდე სამინისტროშია დანერგილი, ამ უწყებებში მთლიანად ჩაანაცვლა ქაღალდის დოკუმენტების მოძრაობა) და ა.შ.

ამჟამად, ჩვენ ვისახავთ კიდევ უფრო მასშტაბურ მიზნებს და ვაძლიერებთ IT გუნდს ამბიციური და ნიჭიერი IT სპეციალისტებით. დაგეგმილ პროექტებს შორისაა:

-ერთიანი დამისამართების სისტემის შექმნა;
-ელექტრონული რუკების ავტომატიზაციის სისტემის შექმნა;
-ვირტუალური ქონების ბირჟის შექნა;
-სხვადასხვა სტატისტიკური მოდულების შექმნა;
-ქართული წარმოების ERP სისტემის შექმნა და სხვა.

ჩვენს გუნდში მუშაობა საუკეთესო შანსია წარმატებული კარიერის შესაქმნელად. ჩვენ ვეძებთ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ პროგრამისტებს.

გისურვებთ წარმატებებს!

სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში ცხადდება კონკურსი ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათაო ოფისი.

სამუშაოს აღწერა: დოკუმენტბრუნვის პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.

განათლება: უმაღლესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-SQL-პროგრამირების ენის საფუძვლების ცოდნა
-უმაღლესი განათლება (სასურველია, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მათემატიკაში ან ფიზიკაში);
-საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
-ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

პერსონალური უნარები:

-მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები;
-კომპიუტერული ქსელების, სერვერების და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
-სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
-ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
-პრესისა და რთული სამუშაო პირობების შემთხვევაში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი.

საკონკურსო თემატიკა: ინფორმაციული ტექნოლოგიები.
კონკურსის ფორმა: ტესტირება და გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ ან მოიტანონ ავტობიოგრაფია ან CV ფოტოსურათით, 2012 წლის 20 იანვრის ჩათვლით, შემდგომ მისამართზე: თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის ქ. 2. ელ-ფოსტა: vacancy@napr.gov.ge (გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა, სამწუხაროდ, არ განიხილება).

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige