საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურსს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ქ. ქობულეთი
(გთხოვთ, აუცილებლად, მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს.)
სამუშაოს აღწერა:
- სამსახურის საქმიანობის ხელმძღვანელობა;
- სამსახურში დასაქმებულთა შორის მოვალეობების განაწილება, მათთვის სათანადო -მითითებების და დავალებების მიცემა, სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლი;
- მოქალაქეთა კონსულტირება სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების უშუალოდ განახორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა
- ინგლისური ენის ფლობა
- მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- ორგანიზაციული მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
- გადაწყვეტილების მიღების და პრობლემის გადაწყვეტის უნარი
- არგუმენტირების უნარი
კონკურსის ფორმა: ზეპირი გასაუბრება
შრომის ანაზღაურება 22 სამუშაო დღეზე: 1034 (ერთიათასოცდათოთხმეტი) ლარი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი
- ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული - საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის #241 ბრძანებით დამტკიცებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია
- ზოგადი უნარები
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ ან მოიტანონ ავტობიოგრაფია ან CV ფოტოსურათით 2011 წლის 4 ივლისის ჩათვლით, შემდგომ მისამართზე: ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის ქ. #2; ქ. ბათუმის იუსტიციის სახლი; ელ–ფოსტა: . (გთხოვთ, აუცილებლად, მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს.)