საჯარო რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა საქართველოში. მის სახელს უკავშირდება თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული არაერთი ამბიციური პროექტი როგორც ქონების, ისე ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გამოკვლევის Doing Business 2012 მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში 200-მდე ქვეყანას შორის საქართველო პირველია ქონების რეგისტრაციის ასპექტით, ხოლო მეშვიდეა ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით.
დღესდღეობით ქონების რეგისტრაციის ქართული მოდელი მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული და ეს წარმატება დიდადაა განპირობებული უწყების საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ძლიერი ინფრასტრუქტურითა და ადამიანური რესურსებით. საჯარო რეესტრის IT გუნდი საუკეთესო 40-მდე სპეციალისტითაა დაკომპლექტებული. არაერთი საერთაშორისო პროექტი და მუდმივი თრეინინგები ეხმარება ჩვენს სპეციალისტებს პროფესიულ ზრდაში, სერიოზული ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში.
ბოლო 5 წლის მანძილზე საჯარო რეესტრის IT გუნდის მიერ განხორციელდა მრავალი პროექტი უწყების გარეთაც:
- აღსრულების ეროვნული სისტემის ავტომატიზაცია;
-ნოტარიუსების აქტების რეგისტრაციის პროგრამის შექმნა;
-არქივირების სისტემის ავტომატიზაცია;
-სახელმწიფო უწყებების მთლიანად ელექტრონულ შესყიდვებზე გადაყვანა;
-ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის შექმნა (ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც უკვე 10-მდე სამინისტროშია დანერგილი, ამ უწყებებში მთლიანად ჩაანაცვლა ქაღალდის დოკუმენტების მოძრაობა) და ა.შ.
ამჟამად, ჩვენ ვისახავთ კიდევ უფრო მასშტაბურ მიზნებს და ვაძლიერებთ IT გუნდს ამბიციური და ნიჭიერი IT სპეციალისტებით. დაგეგმილ პროექტებს შორისაა:
- ერთიანი დამისამართების სისტემის შექმნა;
-ელექტრონული რუკების ავტომატიზაციის სისტემის შექმნა;
-ვირტუალური ქონების ბირჟის შექნა;
- სხვადასხვა სტატისტიკური მოდულების შექმნა;
-ქართული წარმოების ERP სისტემის შექმნა და სხვა.
ჩვენს გუნდში მუშაობა საუკეთესო შანსია წარმატებული კარიერის შესაქმნელად. ჩვენ ვეძებთ როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ პროგრამისტებს. გისურვებთ წარმატებებს!
სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში ცხადდება კონკურსი პოზიციაზე _ პროგრამისტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სათაო ოფისი
სამუშაოს აღწერა:
-ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა
განათლება: უმაღლესი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მათემატიკაში ან ფიზიკაში;
-ალგორითმირების მაღალ დონეზე ცოდნა;
-სასურველია ან JAVA ტექნოლოგიასთან მუშაობის გამოცდილება ან ობიექტზე ორიენტირებული PHP -სთან მუშაობის გამოცდილება;
-სასურველია DELPHI-ის ცოდნა;
-მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია Oracle-თან.
პერსონალური უნარები:
-მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები;
-კომპიუტერული ქსელების, სერვერების და პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
-ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
-პრესისა და რთული სამუშაო პირობების შემთხვევაში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
-ინფორმაციული ტექნოლოგიები
კონკურსის ფორმა: გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ ან მოიტანონ: ავტობიოგრაფია ან CV ფოტოსურათით 2012 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, შემდგომ მისამართზე: წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის ქ. #2; ელ–ფოსტა: (გთხოვთ, აუცილებლად, მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვნი კანდიდატურა, სამწუხაროდ, არ განიხილება).