საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ვაკანსიას რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში
(გთხოვთ, აუცილებლად, მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს.)
საკონკურსო პოზიცია : შტატგარეშე მოსამსახურე (კონსულტანტი)
სამუშაოს აღწერა:
- მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება ;
- მოქალქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა;
- მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა;
- მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას.
განათლება: უმაღლესი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასაურველია იურიდიული განათლება
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა
- ინგლისური ენის ფლობა (სასურველია)
- რუსული ენის ფლობა (სასურველია)
- მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
- კომუნიკაბელურობა
- გუნდური მუშაობის უნარი
კონკურსის ფორმა: ზეპირი გასაუბრება
საკონკურსო თემატიკა:
- მომხმარებელთან ურთიერთობის ნორმები
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
- ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი
- ზოგადი უნარები
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ ან მოიტანონ ავტობიოგრაფია ან CV ფოტოსურათით 2011 წლის 29 ივნისის ჩათვლით, შემდგომ მისამართზე: ქ. თბილისი, წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის ქ. #2; ქ. რუსთავის იუსტიციის სახლი; ელ–ფოსტა: . (გთხოვთ, აუცილებლად, მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს.)