საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს კონკურსს იურიდიული სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციაზე
საკონკურსო პოზიცია : შტატგარეშე მოსამსახურე
სტრუქტურული ერთეულის დასახელება: იურიდიული სამსახური
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
კონკურსის ფორმა: ტესტირება და ზეპირი გასაუბრება
სამუშაოს აღწერილობა:
-მოქალაქეთათვის Online კონსულტაციის გაწევა იუსტიციის სახლის web–გვერდის მეშვეობით
საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
-,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი
-,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი
-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია
-საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის #241 ბრძანებით დამტკიცებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია
ზოგადი უნარები
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ ან მოიტანონ ავტობიოგრაფია ან CV ფოტოსურათით 2011 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, შემდგომ მისამართზე: წმ. ნიკოლოზის/ჩხეიძის ქ. #2; ელ–ფოსტა: .
(გთხოვთ, აუცილებლად, მიუთითოთ იმ საკონკურსო პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით პირად მონაცემებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა, სამწუხაროდ, არ განიხილება.)