"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 31-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს საჯარო კონკურსს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის (ქ. თბილისი) მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (სისხლის სამართლის სპეციალისტი) პოზიციაზე (1 საშტატო ერთეული).
თანამდებობრივი სარგოს ოდენობა: 1,155 ლარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი იურიდიული განათლება ან განათლება საერთაშორისო სამართალში;
- პროფესიული საქმიანობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება, რომელიც
შეესაბამება მის მიერ დასაკავებელი თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად
ფუნქციებს;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office applications);
- უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
სპეციალური მოთხოვნები:
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება;
- წერილობითი/ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები (შესაბამისი
დოკუმენტების შექმნის და გამართული ფორმულირების შესაძლებლობა);
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის, პრობლემების გადაჭრის უნარი.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები;
- სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი;
- საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ";
- საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს კანონი "პატიმრობის კოდექსი";
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები;
- სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკა.
სამუშაოს აღწერილობა:
- უზრუნველყოფს სისხლის სამართლის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატში შემოსული განცხადებების/საჩივრების საფუძველზე ან საქართველოს
სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებული, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან
დაკავშირებული საქმის შესწავლას და შესაბამისი
დასკვნების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადებას;
- განახორციელებს სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო აქტების ან
მათი პროექტების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების
მომზადებას;
- უზრუნველყოფს სისხლის სამართლის სფეროში საკანონმდებლო წინადადებების პროექტების მომზადებას;
- უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილების პროექტების მომზადებას, რომელიც შედის მის კომპეტენციაში;
- უზრუნველყოფს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის
მოძიების/ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეხვედრას შესაბამის პირებთან და
მათგან შესაბამისი ახსნა-განმარტების მიღებას;
- წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
- უზრუნველყოფს საქმეთა მართვის სისტემაში მასზე დაწერილი განცხადების/საჩივრის ან/და შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლას;
- საქმის შესწავლის შედეგად ამზადებს შესაბამისი დასკვნის/რეკომენდაციის/წინადადების პროექტს;
- განახორციელებს მონიტორინგს სისხლის სამართლის სფეროში მის მიერ
მომზადებული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე;
- ასრულებს საქართველოს სახალხო დამცველის/სახალხო დამცველის
მოადგილის/დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის
მითითებებს და დავალებებს.
კონკურსის პირობები:
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვაკანტური თანამდებობის
დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსს ატარებს საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვაკანტური თანამდებობის
დასაკავებლად გამართული საჯარო კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის შეფასება დასაკავებელი
თანამდებობის მოთხოვნებთან. საჯარო კონკურსი სახელმწიფო თანამდებობის
დასაკავებლად უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას
ყველასათვის. საჯარო კონკურსი ეწყობა იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ
განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ
საკონკურსო მოთხოვნებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ვაკანტური
თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება
აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს
სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ
მოთხოვნებს. კანდიდატთა ზღვრული ასაკი განისაზღვრება 65 წლით. საჯარო
მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის
საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში
(არაელექტრონული ფორმით) უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;
ბ) Curriculum Vitae (CV);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების მიღება წარმოებს განცხადების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში, 10.00-დან 17.00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა).
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოცემული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
1. პირველი ეტაპი - წერითი დავალება;
2. მეორე ეტაპი - გასაუბრება.
კონკურსის მეორე ეტაპს - გასაუბრებას გაივლის ის კანდიდატი, რომელიც
საჯარო კონკურსის პირველ ეტაპზე წერითი დავალების შესრულებისათვის
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
მიერ შეფასდება არანაკლებ 75 ქულით.
ყოველ კანდიდატს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს
ხუთი დღისა, წერილობით ეცნობება მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების
შესახებ.
საჯარო კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე
დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი
კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში საქართველოს
სახალხო დამცველს წარუდგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს
კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
გადაწყვეტილებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს, შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის ქ. 6
ტელ: (+995 32) 2 913814/15 (შიდა 218)
საკონტაქტო პირი: თამარ შვანგირაძე
აღნიშნული განცხადება ასევე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: (დასაქმება საჯარო სამსახურში) და http://www.ombudsman.ge (საქართველოს სახალხო დამცველი).