ფარმაცევტული კომპანია შპს "სახალხო აფთიაქი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობები: მედიკამენტების პრომოცია სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტისას.
მუშაობის რეჟიმი: სრული სამუშაო დღის განაკვეთი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება - მედიცინის, პედიატრიის, სამკურნალო ფაკულტეტი
- სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
- სასურველია მარკეტინგში/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა აუცილებელია.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
- ინიციატივიანი, მიზანდასახული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: mmartuchenko@publicpharmacy.ge 2012 წლის 15 იანვრამდე.
გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც
შემოგაქვთ საბუთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ
განიხილება.